ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მეწყერში მოყოლილ მამაკაცს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
სამაშველო ოპერაცია ღამით ცუდი ხილვადობის გამო შეწყდა და დილიდან განახლდა.
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 36-ე კილომეტრზე მეწყერი 5 მაისს ჩამოწვა და ორი ადამიანი მოიყოლა. ადგილობრივებმა ერთი ადამიანის ამოყვანა შეძლეს, დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება მეწყერში მოყოლილ მეორე მამაკაცს, მას კვლავ ეძებენ.
კომენტარები