მოსამართლე ლევან მურისიძე ევროკავშირის მხრიდან პერსონალური სანქციების შესაძლო დაწესების შესახებ დასმულ კითხვას ლექსით უპასუხა: .
“პირადად რაც შემეხება, იმაზე გაგცემთ პასუხს. პერსონალურ სანქციებზე საშიშროებას ვხედავ თუ არა – კომენტარს ვერ გავაკეთებ.
მე ხომ მოსამართლე ვარ, ვიხილავ საქმეებს. პოლიტიკურ თემებზე რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო. არ ვარ საქმის კურსში, არ მეხება.
[პერსონალურ სანქციებზე] ზოგადად კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ – თქვენ პოეზია გიყვართ ზოგადად?
ერთი ასეთი ლექსია:
“არცა ვყოფილვარ ლაჩარი, არცა ვყოფილვარ მშიშარა,
ცხოვრებამ ოხერ-ტიალმა ბევრჯერაც …
თვალამღვრეული დავდივარ, მიშავ და არა მიშავ-რაა”.
კომენტარები