დეკანოზი პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ფოლადაურის ხეობაში არსებული ტაძრის რესტავრაციის პერიოდს იხსენებს:
„წლების წინ ბოლნისის ეპარქიაში, ფოლადაურის ხეობაში ტაძრის რესტავრირება მიმდინარეობდა. ეზოს დალაგებაში, ქართველებთან ერთად აზერბაიჯანელი ახალგაზრდა ბიჭებიც იღებდნენ მონაწილეობას… შესვენების დროს მოშორებით გადიოდნენ, სიგარეტს ეწეოდნენ და ქართველებთან ერთი თავაზიანი აზერბაიჯანელი მივიდა, აქაც არ მოწიოთ ბიჭებო, ეს ღმერთის ადგილიაო, უთხრა…
თავი ავარიდე, ჩემი ბედნიერების ცრემლი რომ არ შეემჩნია…
P.S. საქართველო მათი ოჯახიც არის, ასე მოხდა…
მიყვარს ჩემი ეთნიკურად ჭრელი სამშობლო!.”
კომენტარები