ოპოზიციას აქვს მოლოდინი, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო პოლიტიკური გადაწყვეტილებას მიიღებს. ხელისუფლების ოპონენტები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ, ერთხმად აცხადებენ, რომ მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში მასშტაბური პროტესტი გარდაუვალი იქნება.
“დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია:
“დღეს პოლიტიკურ სივრცეში ვინც კი არსებობს, აბსოლუტურად ყველას აქვს მოლოდინი, რომ მის მიმართ სისტემა იქნება უკიდურესად უსამართლო. ეს არის დაკავებებიც, თავდასხმებიც, ვერავის ვერ გააკვირვებენ. ჩვენი შეკრებაც სწორედ ამას ემსახურება, რომ ძალიან ცხადად ვთქვათ, რომ ამაზე თვალის დახუჭვას არ ვაპირებთ. ეს ის მომენტია, როდესაც ოპოზიცია არის ამ საკითხებში აბსოლუტურად ერთიანი და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს „ქართულ ოცნებას“ ამაში”
შეგახსენებთ, ხვალ ამ საქმის ბოლო სასამართლო სხდომა გაიმართება. ამ წუთებში კი, ოპოზიცია შეხვედრას მართავს სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით
კომენტარები