ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მიმდინარე თვის ბოლოს თეთრი სახლის კორონავირუსთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფი დაიშლება.
„სამუშაო ჯგუფმა უდიდესი სამუშაო შეასრულა, მაგრამ ჩვენ ახლა ვხედავთ ცოტა განსხვავებულ ფორმას და ეს ფორმა არის უსაფრთხოება და გახსნა. ჩვენ ამისთვის სავარაუდოდ განსხვავებული ჯგუფი გვექნება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 1.2 მილიონს გადააჭარბა, ხოლო 70 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
კომენტარები