ჟურნალისტი, პედაგოგი როლანდ ხოჯანაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“მშენებლობებზე მუშაობდნენ ადამიანები (და არა მარტო იქ) და ერთი კაცი იღებდა გრანდიოზულ ხელფასს, რომელსაც უნაწილებდა სხვას, ერთი მიზეზის გამო – სოციალურის მოხსნის შიშის გამო. ახლა კი, ვის უნდა მიმართონ ამ ადამიანებმა? ვერავის…
ჩრდილოვანი ეკონომიკა რომ მუშაობს, ვინაა ბრალში? სახელმწიფო ინსტიტუციები, დამსაქმებელი, დასაქმებული – ყველა ბრალშია. სახელმწიფომ უნდა აკრძალოს ეს ,,ბნელი” დასაქმებები, რომელი დამსაქმებელიც წავა რისკზე, პასუხისგებაში უნდა მიეცეს! დასაქმებულიც, თუ ,,თამაშობს” დაუსაქმებელი სოცდაუცველის როლს!
ახლა კი, იმ ,,თვითდასაქმებულებმა” რომლებიც სოცდახმარებას იღებდნენ, უნდა იკმარონ შემწეობა (მაინც ასე ამბობდნენ, რომ სოცით ირჩენდნენ თავს), ვისაც სოცი არ აქვთ, მათაც მიეცეთ ასეთივე ოდენობის დახმარება. ეგებ მერე კიდეც მოუნდეთ ,,რეალურად” საქმიანობა! ბიუჯეტში თუ არაფერი შევიდა, იქედან რა უნდა გამოვიდეს? თუ ეკ. საფუძვლებით არ გამყარდა ფული, ეგ ფული გახდება კუპონზე უარესი.”
კომენტარები