აშშ-ში მცხოვრები, ყოფილი ჩონოვნიკი გია ხუროშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,მიშა იყო, არის და რჩება ლიდერად და ენმ არის მიშას პარტია!…
არავის არ აქვს მორალური უფლება რომ მას უთხრას, შენ გვერდით გაიწიე, პარტია ჩვენ უნდა ვმართოთო!
ერთხელ დავწერე და გავიმეორებ, რომ მიშამ თავის დროზე შეცდომა დაუშვა, როდესაც გამოაცხადა, რომ პარტია არ აინტერესებდა. (ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, რადგან წარსულია)
რა არის ჩემი აზრით გამოსავალი:
1. მიშამ უნდა თქვას: მე ვარ ცენტრი ამ პარტიის, გამომიცხადებია ჩემი პრიორიტეტები და აბა გელოდებით ყველას პარტნიორობისათვის!
2. ლიდერთა შორის არავითარი ნუმერაცია( პირველი, მეორე და მესამე)
თვლა უნდა მოხდეს ასე:
პარტნიორი 1
პარტნიორი 2 …..
პარტნიორი 10 და თუნდაც 20…
ეს შეაკავებს ამბიციებს, ხშირად არრადეკვატურს, ზოგჯერ ადეკვატურს!
მოკლედ, მე ასეთი ენმ წარმომიდგენია!
თვითგამოცადებულ ლიდერებს არ ვაღიარებ, როცა მიშა არსებობს!….”
კომენტარები