გავრცელებული ინფორმაციით, თვითგამოცხადებულმა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ სამშაბათს რუსეთში საელჩო გახსნა. ე.წ ელჩმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ “დიპლომატებმა”, რომლებიც უკრაინის ოკუპირებულ დონეცკს წარმოადგენენ, უკვე მიიღეს “უარავი” შუამდგომლობა მოქალაქეებისგან პრობელემბის გადასაჭრელად.
მოსკოვში საელჩოს გახსნა რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების გარეშე გაიმართა.
ე.წ. დიპლომატები, ასევე, გეგმავენ “მართალი ინფორმაციის მიწოდებას დონეცკში განვითარებული მოვლენების შესახებ” და სურთ გაზარდონ იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც აღიარებენ მის “დამოუკიდებლობას”.
სირია ერთადერთი ქვეყანაა რუსეთის გარდა, რომელიც ოფიციალურად აღიარებს DPR-ს. ამ საკითხზე მოლაპარაკებები ჩრდილოეთ კორეასთან მიმდინარეობს.
კომენტარები