ჟურნალისტი ბექა ქავთარაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
თვითიზოლაცია მე-5 დღე
“დღეს ერთმა გოგონამ ოთხჯერ შეცვალა პროფილის ფოტო.
ამავე გოგონამ გააზიარა ყველა საინფორმაციო გამოშვების ვიდეო და საინფორმაციო სააგენტოს ნიუსი.
მთელი დღის განმავლობაში დაწერა სულ 7 სტატუსი, აქედან 5 კორონავირუსზე, ერთი ხუმრობა და ერთიც გინება.
ჰყავს ძმა, ორი კატა და ცხოვრობს მშობლებთან ერთად.
ჰყავს ასევე ორი უახლოესი დაქალი, ანი და მაკო.
ანი დღეს აქტიურობდა და დაუკომენტარა ორ სტატუსზე და მოიწონა მისი ოთხივე პროფილის ფოტო.
მაკო (მარიამი) შედარებით დეპრესიული იყო და მოხლოდ ერთი ლაიქით და ერთი კომენტარით შემოიფარგლა.
მაკოსთან მყავს 127 ხოლო ანისთან 94 საერთო მეგობარი”
კომენტარები