შესაძლოა გარკვეულ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებულებმა სახლში იმკურნალონ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ „იმედის“ გადაცემა „დილის შოუში“ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ეპიდემიის მდგომარეობა გამორიცხული არ არის, თუმცა მთავარია სიტუაცია კონტროლირებადი იყოს.
„საქართველოში პანდემია ვერ იქნება, საქართველოში შეიძლება ეპიდემია იყოს. პანდემია მსოფლიოშია. რა თქმა უნდა, ისევე როგორც ჩვენზე გაცილებით მდიდარი, ძლიერი ქვეყნები ამ საფრთხის წინაშე დადგნენ, ჩვენც ალბათ ამას ვერ ავცდებით. მთავარია ეს სიტუაციაც იყოს კონტროლირებადი. 80% იქნება საშუალო და მსუბუქი სიმძიმის მიმდინარეობა, შეიძლება არც დასჭირდეთ რაღაც ეტაპზე ამ ადამიანებს საავადმყოფო და ბინის პირობებში იმკურნალონ, თუ იზოლაციის საშუალება იქნება ამ ადამიანებს ბინაზე. ეს სცენარიც გათვალისწინებულია
მე ვიცი, რომ ზოგიერთი კერძო დაწესებულების მფლობელი აწუხებს თვითიზოლაციაში მყოფ თანამშრომლებს და სამსახურში გამოსვლას სთხოვს. სანამ პერსონალურად დამისახელებია მათი ვინაობა, მოვუწოდებ, გაითავისონ კერძო და სახელმწიფო დაწესებულებებში მომუშავეებმა, რომ ეს ყველას გვეხება“
კომენტარები