ოზურგეთიდან, თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის 7 პირი იძულებით, ბათუმის საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.
გურიაში თვითიზოლაციაში 41 პირი იმყოფება.
აქედან, რვა პირი ლანჩხუთშია,
ცხრა – ჩოხატაურში,
24 კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.
„ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათ კი, ვინც არ დაემორჩილება წესს, მოუწევს კარანტინში გადაყვანა. სწორედ ამ მოტივით, უახლესი ინფორმაციით, ოზურგეთიდან 7 პირი გადაყვანილია კარანტინში“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების უფროსმა, არჩილ მჟავიამ.
კომენტარები