თვითმკვლელმა ტერორისტმა ქაბულში, სამხედრო აკადემიასთან თავი აიფეთქა, რა დროსაც გარდაიცვალა 6 ადამიანი, მათ შორის 4 სამხედრო და 2 სამოქალაქო პირი- ინფორმაციას ASSOCIATED PRESS-ი ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
ამ დრომდე არავის აუღია პასუხისმგებლობა აღნიშნულ თავდასხმაზე. ექვს გარდაცვლილთან ერთად მძიმედ დაშავდა 12 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვია, რომელთაც გადაუდებელი სასწრაფო დახმარება უტარდებათ.
შეტევა განხორციელდა პოლიციის საგუშაგოსთან მარშალ ფაჰიმის სამხედრო აკადემიასთან, რომელიც დასავლეთ ქაბულის გარეუბნებში მდებარეობს.
შეგახსენებთ, რომ აკადემია თავდასხმის ობიექტი აღმოჩნდა გასული წლის მაისშიც, რა დროსაც 6 კურსანტი გარდაიცვალა.
კომენტარები