ირანის მიერ თვითმფრინავის ჩამოგდებისას დაღუპულთა ცხედრები უკრაინას გადასცეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, კიევს 11 ცხედარი გადაეცა.
თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი 8 იანვარს ჩამოაგდეს, რასაც 176 მგზავრი ემსხვერპლა. ბორტზე კანადის, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის, ავღანეთის და უკრაინის მოქალაქეები იყვნენ.
კომენტარები