სოციალურ ქსელში, გვერდზე ქალაქის პრობლემები, ნ.მ. წერს:
“საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას, გაითვალისწინეთ რომ თვითმფრინავით არ მგზავრობთ და ადგილებს ვერავის დაუჯავშნით, ვერც სკამზე ჩანთის დადებით, ამოდის რას ჰქვია, ვინც უკვე ამოვედით, ჩვენ არ “დაგევასეთ,” ჩვენზე კარგი ტიპი ამოდის ვინმე თუ რა თემაა? თან ისეთ სახეებს რომ მიიღებთ ხოლმე, თითქოს რომ დავჯექი, რაღაც არაადეკვატური გავაკეთე და თან კიდევ პრეტენზიასაც გამოთქვამთ, ჯერ თქვენ ვინ ჩემი ფეხები ხართ და მერე კიდევ თქვენი თანმხლები, ვინც არ უნდა ამოდიოდეს, არ მადარდებს, ვინაიდან, მეც მაქვს ამბიცია რომ მასზე კარგი ტიპი ვარ, ვინც ამოვედით, ჩვენ რომ არ გვინდა ცალ ფეხზე დგომა ან ხელებით რკინის ძელზე დაკიდება, ამიტომ ვცდილობთ დროზე ამოვიდეთ, თავისუფალ ადგილზე, თუ დაგვხვდება, ჩვენ თვითონაც კარგად მოვთავსდებით, სხვას რომ არ ველოდოთ, როდის ამობრძანდება, ასე რომ თქვენს მეგობრებს თუ ნათესავებს შეგიძლიათ თავად დაუთმოთ ადგილი.”
კომენტარები