კოტე კემულარია, ყოფილი დეპუტატის, შოთა შალელაშვილის წერილს ეხმაურება და წერს:
“ოცნების ყოფილი დეპუტატი პირადად ბიძინას კვოტიდან, შოთა შალელაშვილი, საოცარი სითამამით მიმართავს ბიძინას,
ყველაზე მგრძნობიარე საკითხზე:
1 გაათავისუფლე მიხეილ სააკაშვილი და მიეცი სასამართლოს საშუალება გამოიტანოს სამართლიანი განაჩენიო;
2 პარლამენტმა გადაწყვიტოს, რომ შემდეგი არჩევნები სრული პროპორციული სისტემით და 2-3
პროცენტიანი ბარიერით ჩატარდესო.
3 გაუშვი ღარიბაშვილი, დააბრუნე კვირიკაშვილი და გახარია. მათ რიგრიგობით იპრემიერონ და ახალი არჩევნებიც ჩაატარონო.
ყოჩაღ შოთა!
ასე ზუსტად ხალხის მოთხოვნა ვერც მიშელმა და ვერც ოპოზიციის საპარლამენტო ლიდერებმა ვერ ჩამოაყალიბეს. რაშია საქმე? ეს ნამდვილად შოთას აზრებია? ცნობილია, რომ მას ბიძინასთან კომუნიკაცია არ უჭირს. რა საჭირო იყო საჯარო მიმართვა?
არსებობს ვერსია, რომ თვითონ ბიძინა ეძებს გამოსავალს მძიმე კრიზისიდან. ერთ ერთი გამოსავალი “შოთას გეგმა” ნამდვილად არის. მიდის მოსინჯვა საკუთარი გუნდის მიჩვევაზე და საზოგადოების რეაქციაზე.
ყველაზე მთავარი ამბავი არის “შოთას ძველებრაული შეგონება” ბიძინასადმი”: “ასე ქენი თორემ ხალხი გაგიწყრება და ეს ღვთის გაწყრომაზე უფრო საშიშიაო”. “ღმერთი მოწყალეა და გაბრაზებული ხალხი კი დაუნდობელიო”. დავიჯეროთ, რომ “გაჭკვიანების” პროცესი დაეწყოთ.
P.S. შოთა აფრთხილებს კიდეც – ხალხი შენზე უკვე გამწყრალია და ამ გზით “იქნებ შემოაბრუნოო”.
კომენტარები