112-ის თანამშრომელი, თათა დავითულიანი:
“ახლა ეს პოსტი რომ არ დამეწერა არ შემეძლო, სწორედ ის დროა ტელეფონზე კოვიდ გარდაცვლილის მონაცემებს რომ ვინიშნავ, ზარი ზარზეა და ამ დროს ჩემს გვერდით ეზოში თავშეყრაა “ საღამოს ყავის მირთმევის და უბნის გაჭორვის” ტექსტი : ვციტირებ “ თვითონ რომ ვიტამინებს იკეთებენ და ჩვენ შხამს გვკიკეთებენ….” “ქალო მე სამსახურში ამიკრძალეს მისვლა” ( არც მეტი არც ნაკლები ბაზრობაზე ტანსაცმელს ყიდის) “ ჩემს ქმარს თუ არ მიუშვებენ სამსახურში, მერე ნახონ რას ვუზამ” (ქმარი მემწვანილეა) “ ვერ ასაღებენ წამალს და უნდათ ჩვენ ძალით აგვცრან” ……….
‼️‼️‼️ ყველა ასეთი ადამიანი არის ბნელზე ბნელი ჩემთვის და პოტენციური მკვლელი ‼️‼️‼️ ჩემი ნება რომ იყოს მართლა ისეთ შეზღუდვებს შემოვიღებდი რომ გარეთ ვერ გასულიყვნენ‼️‼️‼️ ყველაფერს აქვს საზღვარი‼️‼️‼️
ამათარაფერიარეშველებათ‼️
ღმერთო გაუნათე გონება ამდენ ბნელ ადამიანს, ჩემთვის არაფერს არ გთხოვ
კომენტარები