რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის ეკონომიკაზე საუბრისას, განაცხადა:
“დასავლეთის პოლიტიკური ელიტის ზეწოლის მიუხედავად, 2022 წლის მარტის დასაწყისიდან ამ წლის ნოემბრის ჩათვლით, რუსეთში უცხოური კომპანიების, რუსეთში მოქმედი უცხოური სტრუქტურების რაოდენობა არ შემცირებულა. წარმოიდგინეთ, თვითონ გაოცებული ვიყავი, როცა მონაცემები ვნახე.
ინვესტორებს რაც შეეხება, ისინი ჭკვიანი ხალხია, მათგან განსხვავებით, ვინც მათ მეთაურობს. იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ მათთან უშუალო კომუნიკაციას პირად დონეზე. კონტაქტები ფაქტობრივად გრძელდება, მაგრამ მათ უბრალოდ პოლიტიკური დონიდან აბრკოლებენ შეძახილებით და მიღებული გადაწყვეტილებებით, არ აძლევენ მუშაობის საშუალებას, მაგრამ საბოლოოდ, ჩემი აზრით, ადრე თუ გვიან საღი აზრი გაიმარჯვებს. მე ასე ვარ განწყობილი.
მსოფლიო შევიდა დრამატული ცვლილებებისა და სერიოზული გამოწვევების ეპოქაში არა მხოლოდ ცალკეული კომპანიებისა და ინდუსტრიებისთვის, არამედ მსოფლიოს მრავალი ქვეყნისა და მთელი რეგიონებისთვის. მხოლოდ ძლიერ, სტაბილურ ქვეყანას შეუძლია, წარმატებით გაიაროს ეს ეტაპი და ახალი გლობალური ეკონომიკის ზრდის ცენტრი გახდეს“.
პუტინს არ განუმარტავს, თუ ასეთი კარგი მდგომარეობაა ქვეყანაში, რატომ არ აისახება ეს რუსეთის მოქალაქეებზე და მაგალითად, ომში წასულთა ოჯახებს 5 კილო თევზს, თუ რამდენიმე კილო კარტოფილს რატომ სთავაზობს მხოლოდ.
ცნობისთვის, უცნაური დამთხვევაა, მაგრამ საქართველოს მთავრობაც მუდმივად ეკონომიკურ ზრდაზე, ნახტომზე საუბრობს, თუმცა, საქართველოს მოქალაქეები, ამ ეკონომიკურად აყვავების პირდაპირ შედეგს საკუთარ თავზე, ვერ ხედავენ.
კომენტარები