ახალგაზრდა პედაგოგი, სოფია სამხარაძე:
“კარგად გახსოვთ ჩემი და შუხუთის საჯარო სკოლის ამბები, თუ ვინმეს გაინტერესებთ როგორ გაგრძელდა ეს ყველაფერი გეტყვით,რომ მათ ნაცნობ ადგილობრივებს, ვინც ეს პოსტი დააკომენტარა, ან გააზიარა უვარდებიან და ლანძღავენ. ზოგ მათგანს მესენჯერში, ზოგს კი პირისპირ. ის ხალხი ვინც მათთვის პატივსაცემი და წარმოსადეგი გახლავთ, (ისეთი, მაღაზიაში ან მესიჯებში გასალანძღად რომ ვერ შეუვარდებიან) მათ ესაურებიან პირისპირ, დიპლომატიურად და უყვებიან რომ მე ნამდვილად არ მაქვს გარკვეული სტატუსი და ამიტომ ვერ ამიყვანეს, სამსახურში. (თითქოს ეს ჩემს პოსტში არ მეწერა). უყვებიან როგორი უზრდელი და თავხედი ვარ, რომელმაც ცილი დასწამათ და ტყუილად დაადანაშაულათ. ისინი ზედმიწევნით მართალნი არიან, ამიტომ საჭიროდ თვლიან სათითაოდ ყველას შინაურულად გაესაუბრონ და ისე დაამტკიცონ ეს.
ვერაფრით მიხვდნენ და გაიგეს, თუ რაზე ვწუხდი და რას ემსახურებოდა ჩემი პოსტი.
ის ადგილობრივები ვინც კეთილგანწყობილნი იყვნენ ჩემ მიმართ ახლა თვლიან, რომ მე ამ სკოლას ბოდიში უნდა მოვუხადო, თუ მინდა აქ ცხოვრების გაგრძელება და არსებობა.
ამ ყველაფერთან ერთად, ჩემი დედამთილის სახელზე, რომელიც საჯარო სამსახურში მუშაობს დაწერეს საჩივარი. თურმე ეშინიათ მის სამსახურთან გავლის, რომ ეს ემოციური და სრულიად უწყინარი ქალი აბულინგებს და სასწავლო პროცესს უშლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს. აბრალებენ რომ ზაირამ (ჩემმა დედამთილმა) ქვები დაუშინა ამ სკოლას და ასე დააშინა მასწავლებლები. თქვენ, თითოეული თქვენგანი, თქვენივე სიმართლის მიხედვით გადაიხდით ადრე თუ გვიან! როგორ არაფრის გეშინიათ, ან დაფიქრდით, თუ გიღირთ რა თანამდებობას ებღაუჭებით ასე, რომ ყველანაირ ტყუილს კადრულობთ?!
შუხუთის პედაგოგები აპირებენ სასამართლოში სარჩელის შეტანას, მაგრამ გადაიფიქრებენ მხოლოდ ორ შემთხვევაში, თუ პოსტს ავიღებთ და ზაირა ბოდიშს მოიხდის იმის გამო, რომ კომისიის წევრებს „უუნარო“ უწოდა თავის ფესბუქ გვერდზე.
აქვე, გესიამოვნათ თუ არა, ის რაც მე მეწერა სიტყვა-სიტყვით სიმართლეა. ცხადია, სიმართლის გამო ბოდიშის მოხდას არ ვაპირებთ. მზად ვართ თქვენი სარჩელისთვის და რაც ყველაზე მთავარია, მზად ვართ საბჭოთა კავშირიდან შემორჩენილ ბრძოლის სხვადასხვა მეთოდებისთვისაც.
მადლობა ოჯახის წევრებს, რომლებიც მზად არიან ბოლომდე მხარში მედგნენ რადაც უნდა დაუჯდეთ ეს! ვეძებ იურისტს, რომელიც დამეხმარება სამართლებრივად დავამტკიცო ჩემი სიმართლე და შევწყვიტო ეს პოსტობანა!
რაც შეეხება მოსაზრებას, რომ მე ამ რაიონში მომავალი არ მაქვს, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ეს რაიონიცა და ქვეყანაც, რომელიც მზად არ არის სიმართლე იცოდეს საკუთარ თავზე!”
კომენტარები