საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის”დაცვის შესახებ საკანონმდებლო ცვლილება, აზუსტებს, ქვეყანაში თუ როგორ უნდა განხორცილდეს შეზღუდვები და პრევენციული ზომები. ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„ცვლილებები, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს აზუსტებს და დღევანდელ მოცემულობაში განმარტავს, თუ როგორ უნდა განხორცილდეს ეს შეზღუდვები და პრევენციული ზომები, რომელიც დღეისათვის ჩვენ გვჭირდება. ეს უბრალოდ იმისთვის, რომ დავასრულოთ ის აპოკალიპტური პროგნოზები, რომელიც თქვენ აქ გააკეთეთ. მესმის, რომ თქვენი პოზიცია სუბიექტურია და თქვენი პარტიის პოზიცია არის თქვენი ფრაქციის პოზიცია, მე პატივს ვცემ თქვენს პოზიციას, მაგრამ ამ პატივისცემის ფარგლებში, მინდა დაგიმტკიცოთ, რომ თქვენ სუფთა მანიპულაციას აკეთებთ დღეს ამ სხდომაზე და სარგებლობთ იმ მანდატით, რომელიც თქვენ გაქვთ პარლამენტში. ამის დასადასტურებლად არსებობს ძალიან მარტივი ტესტი: თვლით თუ არა თქვენ, რომ შეზღუდვები საჭიროა და მიგაჩნიათ, თუ არა, რომ სისტემურმა შეზღუდვებმა, რომელიც მთავრობამ და ხელისუფლებამ გააკეთა, შედეგი გამოიღო?“
“ალია” – ბატონო არჩილ, თუ შეზღუდვები საჭიროა, დატოვეთ საგანგენო მდგომარეობა და მის ფარგლებში, კონსტიტუციის და არსებული კანონების მიხედვით შეზღუდეთ რაც საჭიროა და რა შეზღუდვაც აღარ არის საჭირო – მოხსენით, რა საჭიროა კანონში ცვლილება და საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესების ერთპიროვნული უფლება?
მაშინ, რაში გვჭირდება კანონი საგანგებო მდგომარეობის შესახებ – თუ ყველა უფლებას მის გარეშე გავწერთ?
კომენტარები