საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველო ისრაელში შექმნილი კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატ „EXO-CD24“-ის კვლევის პროცესში ჩაერთვება.
ინფორმაცია ისრაელთან მიმართებაში არასდროს შეესაბამებოდა სიმართლეს. იყო გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, სამინისტროში მსგავსი შეხვედრა არ ყოფილა, შესაბამისად არ ვადასტურებ, რომ საქართველო გაურკვეველი პრეპარატის კვლევაში ერთვებოდა“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ მაისში თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელს, COVID-19-ის კვლევის მიმართულების ხელმძღვანელს, ნადირ არბერს, ეკატერინე ტიკარაძე შეხვდა. არბერი საქართველოში იმყოფებოდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ თქვა, რომ საქართველო, სხვა ქვეყნებთან ერთად, სავარაუდოდ, კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატის კლინიკური კვლევის მესამე ფაზაში საბერძნეთთან ერთად ჩაერთვებოდა.
არსებული ინფორმაციით, შექმნილი პრეპარატის ეფექტურობა 96 %-ია და კოვიდისგან განსაკურნებლად პაციენტს 4-6 დღე სჭირდება.
კომენტარები