ჟურნალისტი, ჯაბა ანანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საზოგადოებასთან ურთიერთობა საერთოდ გააუქმეთ, თუ რა ხდება? მესამე დღეა აღარ პასუხობს პრესსამსახური, რომელიც ორი დღის წინ ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდა. მინისტრის მოადგილეებიც აღარ პასუხობთ ტელეფონს და სამინისტროს ცხელ ხაზზე ხუთი წუთი ვუსმინე: „გთხოვთ, დაელოდეთ“
შეგახსენებთ, ანალოგიურად ექცევა ტიკარაძის სამსახური “ალიას” ჟურნალისტებსაც უკვე კარგა ხანია.
მხოლოდ ერთი კონკრეტული განყოფილების პიარი გვპასუხობს და არ დავასახელებთ რომლის, მისივე უსაფრთხოების გამო!
როგორც ჩანს, მინისტრს დავალება აქვს გაცემული, ჟურნალისტების დაბლოკვის, თორემ, არაერთი წერილი მივწერეთ და რეაგირებას მოახდენდა.
რა თქმა უნდა, არც პიარის სამსახური გაუუქმებია და ხელფასსაც ისევ ისე უხდის ჩვენი ჯიბიდან შევსუბული ბიუჯეტიდან, მეტიც, ბოლო წლების მანძილზე პიარის სამსახური პირიქით, უფრო და უფრო იზრდება ზოგადად – თუმცა, რით არიან დაკავებულნი და რას ავალებს მათ მინისტრი ასეთს, რომ ჟურნალისტებისთვის და საზოგადოებისთვის დრო არ რჩებათ – უცნობია.
კომენტარები