რამდენიმე თვეა, პოპულარულ პლატფორმა TikTok-ზე გამოჩნდა მომხმარებელი, რომელიც Great Londini-ს სახელითაა დარეგისტრირებული. მოკლე დროში 2 მილიონი გამომწერი დააგროვა, – მის შესახებ BBC წერს.
მომხმარებელი კადრში ნიღბითა და შავი „ჰუდით“ ჩნდება და მონტაჟით დამუშავებული ხმით საუბრობს.
როგორც თავად ამბობს, მისი მიზანი სოციალური ქსელის მჩაგვრელებისგან (ე.წ. „ბულერებისგან), პედოფილებისგან , თაღლითებისა და „ტროლებისგან“ გაზმენდაა.
„თუ თქვენ „ტროლი“ ხართ და ფიქრობთ, რომ ანონიმური სახელის უკან უსაფრთხოდ დაიმალებით, Londini იზრუნებს იმაზე, რომ რამდენიმე დაწკაპებაში გაარკვიოს თქვენი ვინაობა. თუ ბავშვი ხართ, ეცდება, თქვენს მშობლებს ან თქვენს სკოლას უთხრას, რომ ინტერნეტში ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებთ; თუ ზრდასრული ხართ და ბავშვის შესახებ დაწერთ სექსუალური შინაარსის კომენტარს, ის აუცილებლად იტყვის თქვენ შესახებ, შესაძლოა, ამაზე თქვენს დამსაქმებელს ან პოლიციის განყოფილებას აცნობოს“, – წერს BBC.
მის გამო, TikTok-ზე უკვე 9 მომხმარებლის გვერდი წაიშალა, ერთი კი, რამდენჯერმე დაბლოკეს.
კომენტარები