TikTok-მა პლატფორმიდან 7.3 მილიონი არასრულწლოვანი მომხმარებლის ანგარიში წაშალა.
ინფორმაციას BBC ავრცელებს.,
პლატფორმის სამომხმარებლო პოლიტიკა, რეგისტრაციისთვის მინიმალურ ასაკად 13 წელს ითვალისწინებს.
მსოფლიოს მასშტაბით TikTok-ს მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. New York Times-ის ინფორმაციით, ამერიკელი მომხმარებლების თითქმის მესამედი არასრულწლოვანია.
კომპანიის განმარტებით, არასრულწლოვანთა გამოვლენა რთული პროცესია და ამისათვის აქტიურად გამოიყენება TikTok-ის ალგორითმი.
ანგარიშის თანახმად, 2021 წლის პირველ კვარტალში წესდების დარღვევის გამო, წაიშალა 62 მილიონი ვიდეო და თითქმის 11 მილიონი მომხმარებლის ანგარიში.
კომენტარები