ჟურნალისტი, ფილოლოგი, ლელა კურდღელაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“მარნეულში, სოფელ აჰმამედლოში, ისევ გამოსულია ხალხი მასობრივად და გზის გახსნას ითხოვს, რომ პროდუქტი გამოიტანონ! – არც სოციალური დისტანცია, არც რამე პრევენცია! – ყვირილი, ყაყანი და სად არის ამ დროს ან ჯარი, ან სამართალდამცავები.
სოციალური სოლიდარობა მესმის ფერმერების მიმართ, მაგრამ არ მესმი იმ ხალხის, ვისაც ქვეყნის მიმართ არ აქვს სოციალური სოლიდარობა!
იმ არგუმენტსაც ვერ მივიღებ, რომ შიმშილით ეხოცებათ ოჯახები! გადასაყრელი ბოსტნეული თუა, იქ შიმშილით სიკვდილი ვერ იქნება!
და მით უმეტეს, ვერ მივიღებ მაგათ რუსულ ენაზე გამოთქმულ პრეტენზიას: ვ პროშლომ გადუ მი ხარაშო ჟილი!
აი, მანდ დასტოპდით, რა!
და დაელოდეთ კიდევ, რომ კარანტინს მოგიხსნიან!
ტიპები მოგების გამო სიკვდილზე მიდიან და როგორ ფიქრობ, უნდა ამ ქვეყანას ახლა ამათი მოწოდებული კიტრი და ახალი კარტოფილი?
თან, სწორედ ის რეგიონია, სადაც დანაზოგი სწორედაც რომ არ უკვირთ!
მე ბოდიში, ვერანაირი სოციალური სოლიდარობა ვერ მექნება ამისთანების მიმართ!”
კომენტარები