ბათუმის, შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორი, გიორგი მასალკინი:
“მუსიკოსის და უკრაუნული გადაცემა “Орёл и Решка”-ს წამყვანის – კოლია სერგას სიტყვები – მიმართვა (თარგმანი).
“ტირანია ქრება არა ტირანის სიკვდილით, არამედ ბოლო მონის სიკვდილით. იმიტომ, რომ, სანამ არსებობს მონა, იარსებებს ბრძანებლის, დიქტატორისა და ტირანის ძიების სურვილიც.
ტირანი არსებობს ყოველი მონის შიგნით, მაგრამ უფრო მეტია მასში ლაჩრობა, და ეს ლაჩარი მონის არსში მალავს დიქტატორილ ამბიციებს. მალავს მანამდე, სანამ ამ ამბიციების გამოვლენა არ იქნება მისთვის უსაფრთხო, სანამ არ დარწმუნდება, რომ მას არაფერი ემუქრება. როგორც კი მონა ამაში დარწმუნდება, ის იწყებს სასტიკ მოპყრობას ყველასადმი, ვინც მასზე სუსტია. იწყებს კონპენსირებას ყველა დამცირებისა, რომელიც გადაუტანია.
ყველაზე კარგი ზედამხედველები ყოფილი პატიმრებიდან გამოდიან.
მონას არ აქვს უნარი დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები, თავისუფლება მისთვის აუტანელი ტვირთია და ის მზად არის ეს ტვირთი ტირანს გადასცეს.
მონა კოცნის ხელებს, რომლებიც მას სცემენ, იმიტომ, რომ მას იგივე ხელები კვებავს, ასე თუ ისე… მათხოვრები ლოცულობენ იმაზე, რომ მათი სიღარიბე გარანტირებულია.
თქვენს ცემას გააგრძელებენ, თქვენ კი მხოლოდ ტკივილის ნაკლებად მომტანი პოზის შერჩევით იქნებით დაკავებულნი და გააგრძელებთ დამცირების ატანას, მთავარია, არ გაბრაზდეს პატრონი.
ჩვენ ვიბრძვით არა მარტო თავისუფლებისთვის, არამედ ჩვენი მომავლისთვის და ცივილიზებილი სამყაროს მომავლისთვის.
რუსეთი კი მიდის დანაშაულზე კაცობრიობის წინაშე და ცდილობს, ყველას თავისი წარსული მოახვიოს თავს, იმიტომ, რომ რუსეთს არა აქვს მომავალი.”
კომენტარები