ანუკი ჭიღლაძე ჯგუფში “სასოწარკვეთილი მომხმარებელი” აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“ყოველ წელს ვიფიცები რომ ბათუმში ჩავალ, მაგრამ სოჰოში აღარ შევალ. ჩემი პიკის ზღვარი კიდევ ამ ზაფხულს წურწუმიას, გუფილენდისა და ქუჩის ბიჭების ერთობლივი კონცერტი იყო. როგორც ვიცი 300, მაქსიმუმ 400 კაცზე მეტის შეშვება სოჰოში აკრძალულია.
დავრეკეთ ბილეთების შესაძენად, ვესაუბრეთ გოგონას რომელმაც გვითხრეს რომ დარჩენილი იყო უკვე მხოლოდ მესამე კალათის ბილეთები, რადგან რაოდენობა შეზღუდული იყო და ამიტომ ღირდა პირველი კალათის გაორმაგებული თანხა. ნუ კარგი, გასაგებია, ჩემი ნებაა ძალით ვერავინ შემიყვანს, მინდა მივალ, მინდა არ მივალ.
მივედით თუ არა ხალხნო მერწმუნეთ მინიმუმს ვიძახი 400 კაცი მარტო ,,დენს ფლორზე” იყო. სუნთქვა მიჭირდა ღიაცისქცეშ იმდენი ხალხი იყო. ტკიპებივით ვიყავით ადამიანები ერთმანეთზე მიკრობილი. რა 400 კაცი რის 400 კაცი, შოკი მქონდა და ვიძახდი აქედან აუცილებლად COVID19-ით გავალთქო, რადგან ფეხზე დასადგომი ადგილიც კი არ იყო. სრული კოშმარი.
წინა წელს კარანტინამდე, ელემენტარულს ვიძახდი, რაღაც ,,დრესკოდი” და ,,ეიჯკონტროლი” მაინც იყო მეტნაკლებად. ახლა კიდე არიქაააა ვინმეს სურვილი ჰქონოდა შემოსვლის ყველას, განურჩევლად ყველას ყრიდნენ და ყრიდნენ. ჰო, არ დამავიწყდეს რაც მთავარია რა თქმა უნდა 250 კაცის მერე (როგორც ზემოხსენებულმა გოგონამ მითხრა რომ ამ რაოდენობის შემდეგ მესამე კალათის საფასურით ხდებოდა შემოსვლა) ხალხი გაორმაგებული თანხით შემოდიოდა. ჩვენზე რომ არაფერი ვთქვა სასმელ გადასხმულები, გაპარტახებულები მოვედით სახლში. ყური მოვკარი ჩემს წინ როგორ იგინებოდა ვიღაც კაცი მაგიდა მაქვს აღებული, მარტო მაგიდაშო მაქვს გადახდილი 500 ლარიო, რომ არაფერი ვთქვა შეკვეთილ სასმელსა თუ საჭმელზეო, ამის ფონზე კიდევ უკან ვერ ვეყრდნობი სავარძელს რადგან ვიღაცის უკანალი არის ჩამოდებულიო.
მაგიდა-მაგიდაზე იყო მიტყუპებული, ხალხი ვერ მოძრაობდა ვერსად. ნუ მოკლედ სრული ქაოსი. სირცხვილი სოჰოს!!!!!!!!
სასმელებს რაც შეეხება, მესმის 5 ლარის მომატება კარგი გავიგებ 10, 15, ლარსაც მაგრამ გაასმაგებული ფასების დადება და კიდევ პლუს მოტყუება რომ მომსახურების პროცენტი ემატებაო რავიცი რა გითხრათ თქვენ დაარქვით რა საქციელია ეს. სირცხვილი მეტი არაფერი მათ. წელს სოჰომ ჩემი ნერვების პიკის აღზევება მოახდინა.”
კომენტარები