„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობა ტოიოტას ავტომობილის მფლობელი ფიზიკური პირებისთვის კვლავ შესაძლებელია. ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლაზე ცენტრში სპეციალური ფასი მოქმედებს. რაც მთავარია, სპეცშეთავაზებები ტოიოტას სხვადასხვა მოდელზე ვრცელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას TOYOTA-ს პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.
ოფიციალური დილერის ცნობით, შეთავაზების პაკეტით – „ორიგინალი ზეთი, ფილტრი + შეცვლის მომსახურება სპეცფასად“ სარგებლობა პირველი და მეორე თაობის Toyota Prius-ის მფლობელებს 90 ლარად შეუძლიათ. Toyota VITZ-ის, IST-ის და YARIS-ის მძღოლებისთვის აღნიშნულ პაკეტზე სპეცფასი, ასევე, 90 ლარია, Toyota Corolla-ს მფლობელებისთვის – 110 ლარი, ხოლო Toyota Camry-ს, Prius-ის და RAV4-ის მძღოლები ამ ტიპის მომსახურებას 125 ლარად მიიღებენ.
„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აცხადებენ, რომ აქციის ფარგლებში შეთავაზებული ძრავის ზეთი და ფილტრები, ასევე, სხვა ავტონაწილები და აქსესუარები, რომლის შეძენა ცენტრშია შესაძლებელი, გარანტირებულად უმაღლესი ხარისხის, ორიგინალი (იაპონური) წარმოებისაა და დამზადებულია სპეციალურად ტოიოტას მარკის ავტომობილებისთვის. რაც შეეხება ფასებს, მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით, ნებისმიერი სახის სერვისზე, ავტონაწილსა და აქსესუარზე ცენტრში ფასები ისევ უცვლელია.
როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, მომხმარებელი, რომელსაც მიმდინარე აქციებში ჩართვა სურს, პანდემიის პირობებში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აუცილებლად წინასწარ უნდა დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და ჩაეწეროს სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116; www.toyota-tbilisi.com
„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ავტომობილების მფლობელებს მოემსახურებიან „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული მაღალპროფესიონალი ტექნიკოსები, რომლებიც მათ ნებისმიერ ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციას გაუწევენ, ავტომობილს კი უმოკლეს დროში განუახლებენ.
„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მისულ მომხმარებელს მომსახურებას პანდემიის გავრცელების საპრევენციო რეგულაციებისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების სრული დაცვით გაუწევენ.
კომენტარები