„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ სპეციალური საზაფხულო აქცია გრძელდება. მომხმარებელი ტოიოტას ყველაზე მოთხოვნადი ორიგინალი ავტონაწილების 15%-იანი ფასდაკლებით შეძენა-შეცვლას 31 აგვისტოს ჩათვლით შეძლებს.
როგორც „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თინათინ მაკარიძე აღნიშნავს, მომხმარებლის მხრიდან საზაფხულო სპეცაქციით დაინტერესება დიდია, რადგან მძღოლები სეზონზე გახშირებულ მოგზაურობას ტექნიკურად გამართული ავტომობილით ამჯობინებენ.
„სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მომხმარებლისთვის, ვისაც ზაფხულში ხშირად უწევს გადაადგილება და ოჯახთან ერთად მოგზაურობა, ამდენად პრიორიტეტულია ტექნიკურად გამართული ავტომობილით მგზავრობა. „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ სპეცაქციაც სწორედ ამ კატეგორიის მომხმარებლის ხელშეწყობას ითვალისწინებს. 31 აგვისტოს ჩათვლით, ტოიოტას მძღოლები შეძლებენ 15%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ ყველაზე მოთხოვნადი, ორიგინალი წარმოების ავტონაწილები: სამუხრუჭე დისკები და სამუხრუჭე ხუნდები, ძრავის ზეთი და ზეთის ფილტრები, ძრავისა და სალონის ჰაერის ფილტრები, აკუმულატორები, ასევე, ნათურები, საქარე მინის მწმენდები და საწმენდი სითხეები. მომხმარებლის საყურადღებოდ ვიტყვი, რომ საზაფხულო აქციის ფარგლებში, ძრავაში ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეცვლას, მაგალითად, Toyota C-HR-ის მძღოლები 135 ლარად, ხოლო Toyota PRADO-ს მძღოლები 180 ლარად შეძლებენ. სპეციალური ფასია დაწესებული ხუნდების შეძენა-შეცვლის მომსახურებაზეც, ასე მაგალითად: Toyota LAND CRUISER 200-ის წინა ხუნდებზე – 300 ლარი, ხოლო უკანა ხუნდებზე – 200 ლარია; Toyota FJ CRUISER-ის, Toyota 4RUNNER-ის და LAND CRUISER PRADO-ს წინა ხუნდებზე სპეცფასი 270 ლარი, ხოლო უკანა ხუნდებზე – 190 ლარია“, – აცხადებს თინათინ მაკარიძე.
„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ინფორმაციით, მომხმარებელი, რომელიც სერვისზე წინასწარ ჩაეწერება, მომსახურებას ლოდინის გარეშე მიიღებს.
„ყველა სათადარიგო ავტონაწილი და სითხეები, რომლებსაც ჩვენს მომხმარებელს სპეცაქციის ფარგლებში, „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ვთავაზობთ, ორიგინალი წარმოებისაა. თუ მძღოლებს ნამდვილად სურთ ტექნიკურად გამართული ავტომობილი მართონ, ჩვენ მათ ვურჩევდით ტოიოტას ორიგინალი ავტონაწილებითა და ავტორიზებული სერვისცენტრის მომსახურებით ისარგებლონ. თუ მომხმარებელი სერვისზე წინასწარ ჩაეწერება, ის მომსახურებას ლოდინის გარეშე მიიღებს და მის ავტომობილს „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული და მრავალჯერ გადამზადებული პროფესიონალი ტექნიკოსები უმოკლეს დროში განაახლებენ“, – აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.
მომხმარებელს, რომელსაც სპეციალური საზაფხულო აქციით სარგებლობა სურს, შეუძლია წინასწარ დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და ჩაეწეროს სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116; www.toyota-tbilisi.com
კომენტარები