„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ სპეციალური შეთავაზებები, რომელიც ტოიოტას ავტომობილის მფლობელი ფიზიკური პირებისთვის არის განკუთვნილი, ოქტომბერშიც ამოქმედდება. შეთავაზების ფარგლებში, რომელიც ტოიოტას სხვადასხვა მოდელზე ვრცელდება, მომხმარებელი ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლას სპეციალურ ფასად შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას TOYOTA-ს პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.
როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აცხადებენ, შეთავაზების პაკეტით – „ორიგინალი ზეთი, ფილტრი + შეცვლის მომსახურება სპეცფასად“ სარგებლობას პირველი და მეორე თაობის Toyota Prius-ის მფლობელები სპეციალური ფასად – 100 ლარად შეძლებენ.
Toyota VITZ-ის, IST-ის და YARIS-ის მძღოლებისთვის სპეცფასი აღნიშნული პაკეტისთვის, ასევე, 100 ლარი იქნება.
იგივე ტიპის მომსახურებას Toyota Corolla-ს მფლობელებს 120 ლარად გაუწევენ, ხოლო Toyota Camry-ს, Prius-ის და RAV4-ის მძღოლებს – 135 ლარად.
„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ინფორმაციით, აქციის ფარგლებში შეთავაზებული ძრავის ზეთი და ფილტრები, ისევე, როგორც სხვა ავტონაწილები და აქსესუარები, რომლის შეძენა ცენტრშია შესაძლებელი, არის გარანტირებულად უმაღლესი ხარისხის, ორიგინალი (იაპონური) წარმოების და დამზადებულია სპეციალურად ტოიოტას მარკის ავტომობილებისთვის. ფასები კი ნებისმიერი სახის სერვისზე, ავტონაწილსა და აქსესუარზე ცენტრში კვლავინდებურად უცვლელია.
როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, მომხმარებელი, რომელსაც მიმდინარე აქციებში ჩართვა სურს, პანდემიის პირობებში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აუცილებლად წინასწარ უნდა დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და ჩაეწეროს სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116 (ყოფილი მე-20 კმ); www.toyota-tbilisi.com
„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ავტომობილების მფლობელებს მოემსახურებიან „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული მაღალპროფესიონალი ტექნიკოსები, რომლებიც მათ ნებისმიერ ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციას გაუწევენ, ავტომობილს კი უმოკლეს დროში განუახლებენ.
„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მისულ მომხმარებელს მომსახურებას პანდემიის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების სრული დაცვით გაუწევენ.
(R)
კომენტარები