„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ საქართველოში მცხოვრებ ბავშვებსა და მოზარდებს „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ მიერ ორგანიზებულ ხატვის მე-16 საერთაშორისო საბავშვო კონკურსში – „ტოიოტას ოცნების ავტომობილი“ | Toyota Dream Car Art – მონაწილეობისთვის იწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.
„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ სიხარულით ელის ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ბავშვებს და იმედოვნებს, რომ ტოიოტას ამ უდიდეს მსოფლიო კონკურსში ჩართვის სურვილს ისინი წელსაც გამოხატავენ, ხოლო თავიანთი ოცნების ავტომობილებით სამყაროს უკეთესი მომავლის მხარდამჭერები გახდებიან.
ტოიოტას ტრადიციულ საერთაშორისო კონკურსში ჩართვა, 15 წლის ასაკის ჩათვლით, შეუძლია ნებისმიერ ბავშვს, რომელიც შევსებულ სარეგისტრაციო ფორმასა და საკონკურსო ნახატს – „ოცნების ავტომობილს“, 2023 წლის 3 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით, მშობელთან ერთად, წარადგენს „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #116, ან ამავე მისამართზე გაგზავნის ფოსტით (დამატებითი ინფორმაციისთვის დაკავშირება შესაძლებელია ნომერზე: 032 2511).
როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, ტოიოტას ხატვის გლობალური კონკურსის ფინალში მოსახვედრად, პირველ ეტაპზე, ბავშვებმა მონაწილეობა ადგილობრივ კონკურსში უნდა მიიღონ. კომპეტენტური ჟიური, სამი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, შეარჩევს 9 საუკეთესო ნახატს, რომლებიც იაპონიაში, Toyota Dream Car Art-ის საერთაშორისო საბავშვო კონკურსზე გაიგზავნება. კონკურსის საბოლოო გამარჯვებულებს კი „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფინალისტებს შორის გამოავლენს და სპეციალური პრიზებით დააჯილდოვებს.
„ტოიოტას ოცნების ავტომობილის“ საკონკურსო პირობების, სარეგისტრაციო ფორმისა და სხვა დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ოფიციალურ ვებგვერდზე, ბმულით: https://bit.ly/3FamPfv
„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ინფორმაციით, ადგილობრივი კონკურსის შედეგები 2023 წლის თებერვლის ბოლომდე გასაჯაროვდება, საერთაშორისო კონკურსის შედეგები კი 2023 წლის ზაფხულში გახდება ცნობილი. ინფორმაცია გამოქვეყნდება Toyota Dream Car Art-ის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.toyota-dreamcarart.com
კომენტარები