„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს მორიგ ორ მნიშვნელოვან პროექტს – Toyota Approved Used-ს და Toyota Easy-ის სთავაზობს. ორივე პროექტი მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის ინტერესებსა და მოთხოვნებზე.
საქართველოში ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერი მუდმივად აითვალისწინებს ავტომფლობელთა საჭიროებებს, იცავს მათთან ურთიერთობის მთავარ პრინციპს – მომსახურების მაღალ ხარისხზე ხელმისაწვდომობას, ზრუნავს მომხმარებლის კომფორტსა თუ მგზავრობის უსაფრთხოებაზე და მუდამ ცდილობს მისთვის ახალი, მოქნილი შეთავაზებები აამოქმედოს. ტოიოტას ყველა პროექტი სწორედ ამგვარ მიდგომებს ეფუძნება.
პროექტი Toyota Approved Used-ი, თავისი მოქნილი პირობებით, მაქსიმალურად ხელსაყრელია: ზოგავს მომხმარებლის დროს და აზღვევს მას გაუთვალისწინებელი რისკებისგან, რაც ასე ხშირია მეორადი ავტომობილის აუქციონის წესით ან ბაზრობებზე შეძენა-გაყიდვისას.
აღსანიშნავია, რომ პროექტი მომხმარებელს სამ ოფციას სთავაზობს. პირველი – „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ძველი ავტომობილის საბაზრო ფასად და გამარტივებული პროცედურებით ჩაბარებას ითვალისწინებს. ძველი ავტომობილის ჩაბარების პროცესი მხოლოდ ერთსაათიან პროცედურას და 145 პუნქტიან შემოწმებას მოიცავს, რაც საბაზრო ფასის დადგენის მიზნით, „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სერტიფიცირებულ სერვისცენტრში ავტომობილის ტექნიკურ შემოწმებას გულისხმობს. თუ ავტომობილი პროექტით დადგენილ პირობებს დააკმაყოფილებს, მომხმარებელს ძველი ავტომობილის „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ჩაბარება შეუძლია. მეორე ოფცია ძველი ავტომობილის სანაცვლოდ, ტოიოტას ნებისმიერი ახალი მოდელის ფასთა შორის სხვაობით შეძენაა, ხოლო მესამე – ტექნიკურად გამართული, 12-თვიანი გარანტიისა და ულიმიტო გარბენის მქონე, მეორადი ავტომობილის საბაზრო ფასად შეძენაა.
მეორე, ასევე მნიშვნელოვანი პროექტი – სალიზინგო პროდუქტი Toyota Easy კი, რომელიც, ტოიოტამ პარტნიორ კომპანიებთან – „თიბისი ლიზინგსა“ და „ბბ ლიზინგთან“ კოლაბორაციით შეიმუშავა, ერგება ნებისმიერი მომხმარებლის მოთხოვნებს და მოქნილი პირობებით, ავტომობილის შეძენის პროცედურას ამარტივებს.
Toyota Easy-ით მომხმარებელი ერთდროულად მიიღებს ექსკლუზიურ ფასს სასურველ ავტომობილზე, ისარგებლებს ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით და, პარალელურად, შეძლებს მართოს საგარანტიო პირობებით დაცული ავტომობილი. Toyota Easy-ით სარგებლობის პერიოდი 12 – 60 თვეა. კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია შეინარჩუნოს ავტომობილი და გადაიხადოს მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული ნარჩენი ღირებულება ან სურვილის შესაბამისად, ავტომობილი ცენტრში დააბრუნოს, ან განაახლოს.
დაინტერესებულ მომხმარებელს ამომწურავი ინფორმაციისთვის შეუძლია მიმართოს „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ გაყიდვების სამსახურს ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116; www.toyota-tbilisi.com
კომენტარები