„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს 2020 წლის Toyota Fortuner DSL-ზე უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობს. ავტომოყვარულებისთვის 2.4 დიზელის ძრავაზე მომუშავე Fortuner-ის უახლესი მოდელის შეძენა ცენტრში 12 000-ლარიანი ფასდაკლებითა და 5-წლიანი გარანტიით არის შესაძლებელი, – ამის შესახებ ინფორმაციას TOYOTA-ს პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.
„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აცხადებენ, რომ 2020 წლის Toyota Fortuner DSL-ის შეძენის შემთხვევაში, რომელიც უკვე შეზღუდული რაოდენობითაა დარჩენილი, ფასდაკლებასთან ერთად, მყიდველს საჩუქრად ავტომანქანის მაცივარი და ექსტერიერ-ინტერიერის მოვლის საშუალებები გადაეცემა.
როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, დიზელის ძრავაზე მომუშავე Toyota Fortuner DSL-ის შეძენის შემდეგ, ავტომობილზე გარანტია იმოქმედებს 5 წელი ან 160 000 კმ, რომელიც უფრო ადრე შესრულდება.
„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მისულ მომხმარებელს მომსახურებას პანდემიის გავრცელების საპრევენციო რეგულაციებისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების სრული დაცვით გაუწევენ.
მომხმარებელი, რომელსაც ფასდაკლების აქციით სარგებლობა სურს, შეუძლია წინასწარ დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს Toyota Fortuner DSL-ის შესაძენად, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116 (ყოფილი მე-20 კმ); www.toyota-tbilisi.com
(R)
კომენტარები