ტოიოტას პირველი ოფციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს საგარანტიო მომსახურებასთან დაკავშირებულ სიახლეს სთავაზობს. ახალი პაკეტი – „ტოიოტა 10“, სამი წლის ნაცვლად, საგარანტიო მომსახურების გახანგრძლივებას 10 წლამდე გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.
როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, სიახლე ვრცელდება ოფიციალურ დილერთან შეძენილ იმ ავტომობილებზე, რომლებსაც სრული გეგმური ტექნიკური მომსახურება ტოიოტას სერტიფიცირებულ სევისცენტრში უტარდება. პაკეტი „ტოიოტა 10“ ამოქმედდება აღნიშნული პირობის დაცვის შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ამოიწურება ავტომობილზე გაცემული ქარხნული გარანტია, რომლის ვადაც 3 წელია 100 000 კილომეტრამდე გარბენის შესრულებამდე. ახალი გაფართოებული პაკეტი ძალაში შედის ყოველი სრული გეგმური ტექნიკური მომსახურების შემდეგ და აქტიურია მომდევნო გეგმურ მომსახურებამდე, ავტომობილის თავდაპირველი გაყიდვის თარიღიდან მაქსიმუმ 10 წლის განმავლობაში, ან 160 000 კილომეტრამდე გარბენის შესრულებამდე.
„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნინო გაგუას განცხადებით, ეს სიახლე მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, ქარხნული გარანტიის ამოწურვის მიუხედავად, დამატებითი საგარანტიო მომსახურებით ისარგებლოს.
„ვფიქრობთ ეს სიახლე უთუოდ დააინტერესებს ჩვენს მომხმარებელს. ქარხნული გარანტიის ამოწურვის დღიდან მოქმედებას დაიწყებს დამატებითი დაფარვის პირობები იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილს გავლილი აქვს სრული გეგმური ტექნიკური მომსახურება ტოიოტას სერტიფიცირებულ სერვისცენტრში. რაც შეეხება ჰიბრიდულ სისტემას, ის ქარხნული გარანტიით მოცულია 5 წლის განმავლობაში, „ტოიოტა 10“ კი უზრუნველყოფს ამ პერიოდის განხაგრძლივებას დამატებით 5 წლით და გარბენის დამატებით 60 000 კილომეტრით გაზრდას. 10 წლამდე გახანგრძლივებული საგარანტიო პაკეტი მოიცავს მომხმარებლის მომსახურებას ტოიოტას ორიგინალი წარმოების სათადარიგო ნაწილებითა და აგრეგატებით, რომლებსაც ოფიციალურ დილერს თავად მწარმოებელი აწვდის. გარდა ამისა, „ტოიოტა 10“-ის ფარგლებში, მომხმარებელს ნებისმიერი სახის ტექნიკურ მომსახურებას გაუწევენ ტოიოტას მიერ სერტიფიცირებული ტექნიკოსები უახლესი დიაგნოსტიკური აღჭურვილობის გამოყენებით. და ბოლოს, რაც ასევე ძალიან დააინტერესებს მომხმარებელს არის ის, რომ „ტოიოტა 10“-ის საგარანტიო პირობები ავტომობილის ახალ მფლობელზეც გადადის“, – აღნიშნავს ნინო გაგუა.
„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ინფორმაციით, მომხმარებელს, რომელსაც სურს ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს „ტოიოტა 10“-ის შესახებ, შეუძლია დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 ან ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116; www.toyota-tbilisi.com
კომენტარები