ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებულ კიდევ 29 ადამიანს COVID-19 დაუდასტურდა. აქედან 4 სპორტსმენია. ჯამში, ამ თვის დასაწყისიდან ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 322 შეადგინა. ინფორმაციას სააგენტო Kyodo ავრცელებს.
ოლიმპიადის მანძილზე ჯამში 500 ათასზე მეტი ტესტი გაკეთდა.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, ტოკიოში 12 ივლისიდან საგანგებო სიტუაციის რეჟიმი მოქმედებს. ამ მიზეზით, იაპონიის დედაქალაქში ოლიმპიური თამაშები, რომლებიც 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იმართება, მაყურებლების გარეშე ტარდება.
კომენტარები