,,ოცნების” დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური პრეზიდენტის პრესკონფერენციას ეხმაურება:
„სალომე ზურაბიშვილს ჟარგონულად, „ნაციონალური მოძრაობის” ენაზე ვუპასუხებ: ტოლი ნახოს! რაის სალომე ზურაბიშვილი და რაის დებატები, რეიტინგით და ავტორიტეტით მას ლევან ხაბეიშვილმაც კი გაუსწრო…
თურმე მიხეილ სააკაშვილის და გიგი უგულავას ტანის და სხვადასხვა ადგილების კორექციისთვის დახარჯული და ჰაერში გასროლილი ჩვენი თანამოქალაქეების ათეულობით მილიონი ლარი „პიჯაკების საქმე“ ყოფილა. ვინ მისცა ზურაბიშვილის უფლება, ისეთ შეფასებას აკეთებდეს, თითქოს ეს არაფერი არ არის და თითქოს ეს პიჯაკების საქმეა. ეს არის აღმაშფოთებელი, ამით ყველაფერი ნათქვამია!
დღეს ეს ადამიანი ცდილობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი საჭიროება დაანახოს. თურმე ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ინტერესები დაუზიანებია, თურმე საქართველოს ინტერესებს ბიძინა ივანიშვილი არ ემსახურება და სალომე ზურაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ემსახურებიან. როგორ შეიძლება ადამიანი ასე დეგრადირდეს, რომ ოღონდაც კოლექტიურმა, რადიკალმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიფაროს და კალთა გადააფაროს, ისეთ აბსურდებს ამბობს, რაც ჩვენ მოვისმინეთ. აბსოლუტურად უმორალო საუბარი იყო.
როგორ ბედავს ზურაბიშვილი როცა ამბობს – „მე ხალხს იმისთვის არ ავურჩევივარ“, ვეტყვი, რომ ის ხალხს საერთოდ არ აურჩევია. უნდა გაიგოს, რომ ის ქართველ ხალხს არ აურჩევია.
26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, სალომე ზურაბიშვილიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდება. ისე მწარედ დამარცხდებიან, წარმოდგენაც კი არ აქვთ“
კომენტარები