უკვე 80 წელზე მეტია, რაც ტომი და ჯერი ერთმანეთის ხაფანგში გაბმას ცდილობენ. თითქმის ერთსაუკუნოვან შუღლს ახალი გაგრძელება ექნება. 2021 წლისთვის ეკრანებზე „ტომი & ჯერის“ ახალი ფილმი გამოვა
„ტომი და ჯერის“ ახალი თავგადასავალი ანიმაციისა და რეალური კადრების კომბინაციას წარმოადგენს. ფილმში ქლოი გრეის მორეტსი სასტუმროს თანამშრომლის როლს შეასრულებს, მას კი მსუნაგი თაგვის – ჯერის დაჭერაში, ტომი დაეხმარება. სწორედ, აქედან გრძელდება ცხოველების ანტაგონისტური დაპირისპირებაც.
ფილმის პრემიერა 2021 წლის მარტშია დაგეგმილი, თუმცა COVID19-ის ეპიდემიის გათვალისწინებით, შესაძლებელია, თარიღის გადაწევაც მოხდეს.
წყარო – პრაიმტაიმი
კომენტარები