“ნაციონალური მოძრაობა“ აქვეყნებს მასალებს, რომელშიც ჩანს, რომ “ქართული ოცნების“ ერთი-ერთი დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის ცოლი მღვდლების ცოლებს თანხის, 2 000 ლარის ვაუჩერებს და სხვადასხვა საჩუქებს გადასცემს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს ფაქტები ამტკიცებს, თუ როგორ ცდილობს ივანიშვილის რეჟიმი, ხალხის გულის მოგებას.
“ჩვენ, ვნახეთ კონკრეტული ფაქტი, როგორ არიგებს ტომრებით ფულს, კონკრეტულად, ჩიგოგიძე, გურიაში და ადამიანების მოსყიდვით, დაშანტაჟებით, როგორ არიან დაკავებულები.
ამის შესახებ, ჩვენ, აუცილებლად, მივმართავთ პროკურატურას და ყველა გზას, დიდი იმედი, სამწუხაროდ, არ გვაქვს თუმცა ეს საქმეები თაროზე “შემოიდება” და ფაქტი არის ის, რომ ყველა ხედავს, “ქოცები”, როგორ იყენებენ ადამიანებს და საკუთარ რესურსს, პირადი გამარჯვებისთვის.
მერი და მერის თანაშემწე ღიად, უხეშად და დაუფარავად არღვევდნენ საარჩევნო კანონს. ისინი იყენებდნენ ადმინისტრაციულ რესურსს და ჩვენ, მივმართეთ “საოლქო საარჩევნო კომისიას”, მაგრამ ისინიც “ქართული ოცნების” დაკვეთების შემსრულებლად მოგვევლინენ, შემდეგ სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო მერის წარმომადგენელი. ეს არის დასტური იმისა თუ, როგორი მასშტაბურია დარღვევების ციკლი, წინასაარჩევნო პერიოდში, – ამბობს ოპოზიციის წარმომადგენელი.
კომენტარები