აშშ-ში საქართველოს ელჩი, დავით ბაქრაძე კონგრესმენების უმწვავეს წერილს ეხმაურება და მეგობარი ქეყნების წარმომადგენლებს ტონს უწუნებს.
მისი თქმით, კონგრესმენთა ნაწილს, ვინც საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს, თავიანთი ინტერესები აქვთ.ქართველიდიპლომატის განცხადებით, კომპანია ფრონტერა წარმომავლობის ადგილი ტეხასის და ოკლაჰამას შტატია და ამ შტატების წარმომადგენელი კონგრესმენი მხარს უჭერენ ამ კომპანიას.
“ის ტონი, რომლითაც ფრონტერას მხარდამჭერი კონგრესმენები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორის პრემიერ-მინისტრს, მიმართავენ არის აბსოლუტურად მიუღებელი. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ წლების განმავლობაში გვაქვს გამოცდილება კონკრეტულად ამ კომპანიის მხარდამჭერ კონგრესმენებთან ურთიერთობის”, – განაცხადა ბაქრაძემ
კომენტარები