“საკუთარ ტონზე ეტყობათ, რომ თვითონაც არ სჯერათ იმ მოთხოვნების, რომლებსაც აყენებენ”, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას დღევანდელ განცხადებას ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნის თაობაზე.
როგორც მან პარტიის ოფისში, ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, “სრულიად არარელევანტურია ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება”.
“ისინი რჩებიან საკუთარ დღის წესრიგში, საუბრობენ მუდმივად აქციებზე, რიგგარეშე არჩევნებზე, თუმცა, საკუთარ ტონზე ეტყობათ, რომ თვითონაც არ სჯერათ იმ მოთხოვნების, რომლებსაც აყენებენ.
რა თქმა უნდა, სრულიად არარელევანტურია ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს. აბსოლუტურად წარუმატებლობისთვის არის განწირული ნებისმიერი მათ მიერ დაანონსებული აქცია. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. და საუბარი, თუ არ ვცდები ასეთი სიტყვები იყო გამოყენებული: “უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი”. ერთადერთი ადგილი, სადაც არის პოლიტიკური კრიზისი, ეს არის რადიკალური ოპოზიცია. შიგნით აქვთ მათ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც, როგორც ჩანს, დაძლევადი აღარ არის”.
კომენტარები