ტორესა მოსის დაპატიმრების გასაპროტესტებლად 14 ნოემბერს მწერლებმა აქცია დაგეგმეს. საქართველოს პენცენტრის განცხადებაში ვკითხულობთ:
“საქართველოს პენცენტრის წევრი, მწერალი ტორესა მოსი ისევ პატიმრობაში რჩება. არ დაკმაყოფილდა ადვოკატის თხოვნა მისი ხელწერილით გამოშვების თაობაზე. სასამართლო დანიშნულია ხვალ დილის ათი საათიდან. მშვიდობიანად მოპროტესტე კოლეგის უსამართლოდ დაპატიმრების გამო ხვალ, 14 ნოემბერს, მაჩაბლის 13-ში, დილის ათ საათზე გაიმართება ქართველ მწერალთა სოლიდარობის აქცია”
კომენტარები