ტყიბულში 200 მდე მეშახტე გაიფიცა. დასაქმებულების ინფორმაციით, ახალი კომპანია ორი შახტიდან ერთ-ერთის, ძიძიგურის სახელობის შახტის გაუქმებას აპირებს.
მეშახტეები ამბობენ, რომ მესამე დღეა საწარმოო პროცესი შეჩერებული აქვთ, რადგან ადგილზე სამუშაო პირობები გაუარესებულია. მათი განმარტებით, კომპანიამ დაპირება არ შეასრულა და ამ ხნის განმავლობაში გაფიცულებთან კონტაქტზეც არავინ გასულა.
„ადგილზე რამდენიმე დღეა გაფუჭებულია ელმავალი, ფეხით 3-4 კილომეტრს, რა თქმა უნდა, ვერ გავივლით. არც შეკეთება უცდია არავის. საშინელი სამუშაო პირობები გვაქვს. კომპანია და ეკონომიკის მინისტრი დაგვპირდნენ, რომ ჩვენი მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა, თუმცა ამდენი თვის განმავლობაში არაფერი შეცვლილა“, – აცხადებს მეშახტე ირაკლი ჩიხრაძე.
კომენტარები