ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე:
“ტყუილი, ტყუილი ტყუილი! „ნაცმოძრაობის“ სავიზიტო ბარათი! სიცრუე, სიცრუე, სიცრუე! „ნაცმოძრაობის“ რეალური სახე! და ამ გზას დააყენეს თუ რაღაც მანქანებით დაადგა რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი რიკარდ ჟოზვიაკი, რომელმაც გუშინ განაცხადა, შარლ მიშელი არ შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილსო…
დღეს კი, როდესაც შეხვედრა შედგა და ეს ორი პოლიტიკური ლიდერი შეხვდა ერთმანეთს, იხტიბარი არ გაიტეხა და ურცხვად იწყო იმის მტკიცება – „მე ვთქვი, რომ ზუსტად არ ვიცოდი, შეხვდებოდნენ თუ არა ისინი ერთმანეთსო“!
ეტყობა, ეს უცხოელი და „გვარამვიზია“ შეთანხმებული იყვნენ ერთმანეთთან ტყუილების ტირაჟირებით და როგორც კი გაიგო ჟოზვიაკის მორიგი ტყუილი „მთავარმა“, ცინცხალი ტყუილად აფრინა ეთერში! მაგრამ ნათქვამია „ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო“ და მართლაც ამ ორი მატყუარას ნაცოდვილარი რაღაც წუთებს და საათებში უცბად გაქრა ვითა სიზმარი ჟოზვიაკ -გვარამიასი!“
კომენტარები