ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, მედიასთან კომენტარს აკეთებს:
“არც ერთ თვითდასაქმებულს არ ჩარიცხვია 300 ლარი.
არავის, ვინც დაკარგა სამსახური პანდემიის დროს, ჯერ არ ჩარიცხვია 200 ლარი, ესეც ტყუილია.
შესაძლოა დღეს სოციალურად დაუცველთა რაღაცა ნაწილს ჩაურიცხეს სოციალური დახმარება, რომ რაღაცა მაინც ეთქვათ და როგორღაც თავი ემართლებიათ, მაგრამ არ უშველით.
პრემიერმა ვერც ერთ კითხვას ვერ უპასუხა და გაიქცა…
მხოლოდ ერთი სიმართლე თქვეს გუშინ, აპირებენ ფული ჩაურიცხონ კორუფციული გარიგებით სამშენებლო კომპანიებს…”
კომენტარები