“ქართული ოცნების” დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს ტრანშთან დაკავშირებით უარზე ისაუბრა და თქვა:
“ამ სასესხო ბენეფიტის მიღებისთვის საქართველოს რეალურად ყველა წინაპირობა გააჩნდა, მაგრამ იმის გამო, რომ დისკუსიები ამ თემასთან დაკავშირებით ქმნის ძალიან მაღალი პოლარიზაციის ხარისხს თუნდაც იმ ცალკეულ რეფორმებთან დაკავშირებით, ამის გამო ვფიქრობ აბსოლიტურად გონივრულია რომ მიღებულ იქნა ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა, როცა თვითონ საქართველომ თქვა უარი ასეთ პირობებში, ასეთი გადაწყვეტილების მიღებაზე, რომელსაც არ გააჩნია არც ეკონომიკური თვალსაზრისით დასაბუთება, პოლიტიკური თვალსაზრისითაც ძალზე საზიანო აღმოჩნდა. […] ტყუილია, არავითარი სანქცია ეს არ არის”.
კომენტარები