“ქართული ოცნების” პრემიერმა დღეს თითქმის ყველა შეზღუდვა მოხსნა, გარდა კომენდანტის საათისა.
ღარიბაშვილის ამ გადაწყვეტილებას პარლამენტთან აპროტესტებენ – გაუქმდეს კომენდანტის საათი როგორც პოლიტიკური რეპრესიისა და სახალხო პროტესტის ჩახშობის ინსტრუმენტი – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ადგილზე ლელოს წევრები იმყოფებიან:
საბა ბუაძე:
დღეს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ერთადერთ მიზანი ამ დრაკონული შეზღუდვებისა იყო პოლიტიკური იმისათვის, რომ საზოგადების პროტესტისთვის შეეშალათ ხელი და ამ ყველაფერს გადააყოლეს ეკონომიკა.
ვატო სურგულაძე:
ამირან გამყრელიძისა და “ქართული ოცნების” არგუმენტი, რომ კომენდანტის საათი ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესებას ეხმაურება, ტყუილია.
კომენტარები