ლელო საქართველოსთვის ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, “ფორმულასთან” 5 და 6 ივლისის მოვლენებზე საუბრისას, ამბობს:
”ეს კონკრეტული სასულიერო პირის მოწოდებაა, ეს არ შეიძლება იყოს გაიგივებული საპატრიარქოსთან ან ეკლესიასთან. თქმა რომ ეს არის მოწოდება მათი მხრიდან არის ხალხის შეცდომაში შეყვანა… ყველა სასულიერო პირი წარმოადგენს მის პოზიციას, მაღალი სასულიერო იერარქი იქნება თუ არა. როგორც დასაგმობია ძალადობა ადამიანების მიმართ, გამვლელების და ჟურნალისტების მიმართ, რადგან ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, ასევე მეორე მხრიდან აგრესია, რომ განაზოგადონ სასულიერო პირების გამონათქვამები და ზოგადად ეკლესიას დასდონ ბრალი, ეს არის მიუღებელი. იმის თქმა, რომ ძალადობრივი ჯგუფები ეკლესიის მიერ იყო მობილიზებული, არის ტყუილი.
იქ იყვნენ რა თქმა უნდა ეკლესიის წევრები, მრევლი, რომელიც იქ იდგა, მაგრამ ძალადობრივი ჯგუფები იყვნენ კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციების წევრები და ამ ორგანიზაციების მიერ წახალისებული ჯგუფები. ეკლესიისთვის ზიანის მიყენება ეს არის სახელმწიფოებრიობისთვის ზიანის მიყენება..ვინც იქ იყო ჭეშმარიტი კრისტიანი, უნდა გადაეფაროს ჟურნალისტს და ყველა ადამიანს. განზოგადება და მთლიანად ეკლესიაზე შეტევის მიტანა არის ჩვენი ქვეყნის მტრების ინტერესებში”
კომენტარები