უკრაინული გამოცემა Kyiv Post– ს ცნობით, რომ ხარკივის რეგიონში ქალაქ ბალაკლიაზე თავდასხმისას, უკრაინულმა ძალებმა, სავარაუდოდ, ტყვედ აიყვანეს უმაღლესი წოდების რუსი გენერალი, ანდრეი სიჩევოი, რომელიც უკრაინაში კრემლის მიერ განთავსებული სამხედროების ნახევარზეა პასუხისმგებელი.
მედია იუწყება, რომ იმ შემთხვევაში თუ დაკავებული ნამდვილად გენერალი სიჩევოია, ის იქნება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მაღალი წოდების რუსი ოფიცერი, რომელიც ტყვედ აიყვანეს.
მედიის ცნობით, უკრაინულ სოციალურ ქსელებსა და მედიაში 7 სექტემბერს გავრცელდა ფოტო და ვიდეომასალა, რომელზე ასახული ადამიანიც ძალიან ჰგავს გენერალ ანდრეი სიჩევოის – რუსეთის დასავლეთის ძალების ჯგუფის მეთაურს.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს მუხლებზე დაჩოქილი კაცი, რომელსაც ლეიტენანტის ნიშნიანი რუსეთის სამხედრო ფორმა აცვია. მასალაში ჩანს, რომ ის დაჭრილია და პასუხს არ სცემს უკრაინის შეიარაღებული ძალების კითხვებს.
მედიის თქმით, ვარაუდი, რომ ტყვედ აყვანილი კაცი გენერალი სიჩევოია მის ოფიციალურ ფოტოებთან მსგავსების გამო გაჩნდა.
ხუთშაბათს საღამოს, 8 სექტემბერს უკრაინულ მედიაში ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია სიჩევოის სავარაუდო დაკავების შესახებ, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.
უკრაინულ და რუსულ მხარეებს ანდრეი სიჩევოის დაკავების ან მისი ადგილსამყოფლის შესახებ ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.
(ნიუპოსტის ფოტო)
კომენტარები