უბედური შემთხვევა ბათუმში – ე.წ. ოცნების ქალაქში ორი არასრულწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, თხრილში წყალი იდგა, მოზარდებმა იქიდან ამოსვლა ვერ შეძლეს და ორივე მათგანი დაიხრჩო.
სხვა დეტალები უცნობია. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
უბედური შემთხვევა იმ ადგილას მოხდა, სადაც რამდენიმე დღის წინ, პრემიერმა მშენებლობა დააანონსა და იქ ახლა ტრაქტორები და სამშენებლო ტექნიკაა მობილიზებული. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ტერიტორია შემოსაზღვრული არ იყო და არც რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი იდგა.
წყარო: მთავარი არხი
კომენტარები