ეკონომისტი დემურ გიორხელიძე:
,,ტრაგედია სახეზეა!
დემაგოგია კი მწვერვალებს აღწევს, –
ხელისუფლებაში დარჩენის დაუოკებელმა სურვილმა
იცის ეს, როცა “სეთურის ბრბოდ” გყავს ადამიანთა
ნაწილი ქცეული!
2024 წელია და ხელისუფლება საუბრობს არა იმაზე, რომ:
(ა) ქართველ ახალგაზრდებს ექნებათ მსოფლიოში
საუკეთესო საგანმანათლებლო სისტემა,
(ბ) განვითარდება მეცნიერება და ქართველი
ახალგაზრდების საოცარი ინტელექტუალური
პოტენციალი და გონებახსნილობა მიმართული სწორედ
აქეთკენ – მეცნიერებისკენ და ტექნიკისკენ იქნება,
რადგან ერი, რომელსაც არ გააჩნია
სამეცნიერო-სამრეწველო ბაზა,
ერი, რომელიც არ ქმნის ცოდნას და არ მიჰყვება
სამეცნნიერო-ტექნიკურ პროგრესს მსოფლიოს
წამყვან ქვეყნებთან ერთად (ქვეყნის სიდიდეს
და რიცხოვნობას ამ საქმეშიი არანაირი მნიშვნელობა
არა აქვს), – განწირულია კრახისათვის!
(გ) საქართველოს საკმარისად მნიშვნელოვანი
ადამიანური, მატერიალური და ფინანსური რესურსები
მიმართული იქნება ეფექტური ეკონომიკის ასაგებად
და შესანიშნავი პირობების საფუძველზე, ადამიანებს
მიეცემათ საშუალება მაღალპროდუქტიული და
კვალიფიციური შრომით აღწევდნენ დასახულ მიზნებს,
(დ) მმართველობა იქნება ეფექტური, კორუფცია
და ხელისუფლების ბოროტად გამოყენებ დასჯადი!
არა და არა!
ამ ყველაფრის ნაცვლად, ხალხს აბოლებენ, რომ
გაასამართლებენ ნაციონალურ მოძრაობას,
რომელიც ბოლო 12 წელია ფეხზე დააყენეს,
ყველაფერი შეუნარჩუნეს, წელს კი მსუყედ
დააფინანსეს (სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად),
და
ყველაფერი ამისათვის სჭირდებათ კონსტიტუციური
უმრავლესობა, ახლა ხელისუფლების ცვლა არ შეიძლება,
აი, მერეო, როცა ჩამოვაყალიბებთ კარგ ოპოზიციასო,
მერე შეიძლებაო, ანუ მარტივად რომ გითხრათ,
“ოცნება” 24 წელი ხელისუფლებაში იქნებაო
(ასე გამოდის!)
და მერე “ოცნების” ნაცვლადო ჩვენს კაი “ოპოზიციას”
მოგართმევთო, თუ მანამდე შემორჩებით ამ ქევყანასო.
გითხრათ სიმართლე,
რა დონის არარაობად უნდა მიგაჩნდეს შენი
მხარდამჭერები, რომ ეს პრიმიტიული აზრები
მოახვიო თავს და ბოლომდე დააშტერო!
ამას არა იმიტომ ვწერ, რომ “ოცნებას” და მის
მხარდამჭერებს დავაბრალო ყველაფერი, –
არა!
“ოცნება 12 წელია იმას აკეთებს, რისი გაკეთების
უფლებასაც ხალხი აძლევს და უპრინციპო, უინიციატივო
და უმოქმედო ქართველთა ის ნაწილი, რომელსაც,
თითქოსდა, რაღაც სიკეთე სურს საკუთარი ქვეყნისთვის!
არა!
უბრალოდ, აღვწერე სავალალო მდგომარეობა!
ვინც არ სურდათ, ყველა დააკნინეს და აკრძალეს!
ვინც რაღაც ერთობაში შევიდა, დაიბარეს მაყუთით
მიაჩათლახეს და ერთობა დააშლევინეს და ა.შ.
🙂
და ასე უნდა ქართველს ხეირი?!
ომი არ იქნება, ხომ?!
და ომი სხვის წინააღმდეგ, რომელ გონიერებაში წერია, ჰა?!
ომის მასშტაბი და საკუთარი ძალის შეფასება ხომ უნდა
შეგეძლოს, რომ იომო?!
იომო რომ განადგურდე?!
მაგრამ დემაგოგიისთვის კარგი მასალაა!
თუ არ გინდა ომი, მე უნდა ამირჩიოო!
26 ოქტომბერიც მალეა!
დაწყობილნი, ფეხაწყობით ურნებისკენ ნაბიჯით იარ!
ერთი, ორი, სამი ოთხი!
(შემდეგ თვლა მეორდება!) :)”
კომენტარები