აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ავღანეთში მომხდარი კატასტროფის შემდეგ, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თანამდებობა უნდა დატოვოს.
„დროა ჯო ბაიდენი სამარცხვინოდ წავიდეს იმის გამო, რაც მან ავღანეთში დაუშვა“, – აღნიშნა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებად ასევე დაასახელა კორონავირუსის შემთხვევების უზარმაზარი ზრდა, სასაზღვრო კრიზისი, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განადგურება და მოშლილი ეკონომიკა.
„მისი გადადგომა დიდი ამბავი არ უნდა იყოს, რადგან ის ლეგიტიმურად არასდროს აურჩევიათ“, – აღნიშნა მან.
გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ის, რაც ჯო ბაიდენმა ავღანეთთან დაკავშირებით ჩაიდინა, ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მარცხი იქნება.
კომენტარები